2009 წლის შემდეგ პირველად - არსენალმა ზედიზედ 5 მატჩში არ გაუშვა
ლონდონის „არსენალი“ ბოლო დროს კარგ ფორმაში შევიდა და „ნიუკასლთან“ გუშინ მიღწეული გამარჯვებით ერთი გამორჩეული მაჩვენებელიც დააფიქსირა.
„მეთოფეებმა“ „კაჭკაჭებს“ 3:0 მოუგეს, რის შემდეგაც ზედიზედ მე-5 ოფიციალურ მატჩში მოხდა, როცა გუნდმა კარი მშრალად შეინახა. ეს კი ბოლო 12 წელიწადში საუკეთესო მაჩვენებელია.
ჩრდილო ლონდონელებს ბოლოს ასეთი ან უკეთესი სერია 2009 წელს ჰქონდათ, როცა გოლი მიჯრით 6 ოფიციალურ შეხვედრაში არ გაუშვეს.
მიკელ არტეტას ბიჭებმა „ნიუკასლთან“ ობამეიანგის დუბლისა და საკას გოლის წყალობით გაიმარჯვეს. ცხრილში 27 ქულა მოაგროვეს და პრემიერ ლიგის მე-10 ადგილზე იმყოფებიან.
„მეთოფეები“ საუკეთესო ოთხეულს - 7-ით, ხოლო ექვსეულს 5 ქულით ჩამორჩებიან. ისინი მორიგ მატჩს 25 იანვარს, „საუთჰემპტონთან“ სტუმრად გამართავენ.