ბერბატოვი:
Aa
Aa

ბერბატოვი: "ვცდებოდი, ბრუნოს ეს შეუძლია!"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა დიმიტარ ბერბატოვმა "წითელი ეშმაკების" ამჟამინდელ ერთ-ერთ ლიდერზე ბრუნო ფერნანდეშზე ისაუბრა.

"ყოველთვის ვამბობდი, რომ ერთ ფეხბურთელს გუნდის შეცვლა არ შეეძლო. ამაში დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბრუნო ფერნანდეში "იუნაიტედში" გადავიდა აზრი შევიცვალე. მანჩესტერი ბევრად კარგად ათამაშდა.

ვცდებოდი, პორტუგალიელი გუნდს თავისი საფეხბურთო უნარებით და შესაძლებლობებით ძალიან ეხმარება. მას უდიდესი ინდივიდუალური თვისებები აქვს. ფერნანდეშის საგოლე გადაცემები, გოლები და ყველა მოქმედება უნიკალურია. ბრუნომ იცის, თუ როგორ უნდა ითამაშოს კარგი ფეხბურთი." - განაცხადა ბერბატოვმა

შეგახსენებთ, რომ ბულგარელი თავდამსხმელი "წითელ ეშმაკებში" 2008 წლიდან 2012 წლის ჩათვლით თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში დიმიტარმა 149 მატჩი ჩაატარა და 56 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება ბრუნო ფერნანდეშს, პორტუგალიელი კლუბს 2019 წლის მიწურულს შეუერთდა. დღემდე მან 49 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 27 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები