იბრძოლა, მაგრამ დამარცხდა - ტოჩინოშინს ტაკაიასუმ აჯობა
Aa
Aa

იბრძოლა, მაგრამ დამარცხდა - ტოჩინოშინს ტაკაიასუმ აჯობა

"ჰაცუ ბაშოს" მეათე დღეს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი მისთვის კარგად ნაცნობ მეტოქეს ტაკაიასუს დაუპირისპირდა. სამწუხაროდ მიმდინარე ბაშოზე "ტოჩი" მეშვიდედ დამარცხდა.

სუმოისტებმა ბრძოლა აქტიურად დაიწყეს და რამდენიმე წამის განმავლობაში ყველაფერი თანაბრად იყო, თუმცა ტაკაიასუმ ქართველის ძლევა მაინც მოახერხა და დოჰიოდან გაიყვანა. ერთ მომენტში ლევანმა თითქოს თავი შეიმაგრა, მაგრამ სამწუხაროდ ბოლოს წონასწორობა დაკარგა და დამარცხდა.

ტოჩინოშინი და ტაკაიასუ დღეს 23-ედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. გორგაძეს ტაკაიასუ ისტორიაში 9-ჯერ ჰყავს დამარცხებული, ხოლო დღეს მის წინააღმდეგ მეთოთხმეტედ დამარცხდა. 

შეგახსენებთ, რომ "ჰაცუ ბაშოს" მე-11 დღეს ქართველი სუმოისტი მიტაკეუმის შეხვდება. ლევანი და მიტაკეუმი ისტორიაში ერთმანეთს 13-ჯერ დაუპირისპირდნენ და აქედან ლევანმა 8-ჯერ გაიმარჯვა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები