Aa
Aa

"კერძო სექტორს ფეხებზე კიდია ისტორია"- სოხუმის "დინამოს" დახმარება ჭირდება

სოხუმის „დინამოს“ გენერალურმა დირექტორმა დავით თაქთაქიშვილმა სოციალურ ქსელში მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

მისი თქმით ისტორილ კლუბს გადაეჩენა სჭირდება და გუნდი სპონსორის ძებნაშია.

Crystalsport.ge განცახადებას უცვლელად გთავაზობთ : 

მოგესალმებით! დღეს მინდა ძალიან გულწრფელი ვიყო და დავსვა ისეთი კითხვები, რომელზე პასუხის გაცემაც ძალიან მიჭირს.დავიწყოთ ასე, "დინამო" სოხუმი, რა კლუბია ეს? რა მნიშვნელობას ატარებს? ბევრმა არ იცის! მინდა გითხრათ, რომ კლუბი არის ხიდი აფხაზებს და ქართველებს შორის შერიგების მიმართულებით. ჩვენ, დიდ პროექტებზე ვმუშაობთ,ამას არ გავახმაურებ ჯერ. კლუბი 1925 წლის 14 იანვარს დაარსდა და 96 წლისაა. თამამად ვიტყვი და ვინმე თუ შემომედავება, ნებისმიერ ადამიანს არგუმენტებით დავუმტკიცებ, რომ ეს ასეა! "დინამო" სოხუმი არის N1 გუნდი დევნილ გუნდებს შორის გნებავთ აფხაზეთიდან, გნებავთ სამაჩაბლოდან, გახლავათ ფლაგმანი გუნდი აფხაზეთის რეგიონიდან ისტორიულად და ამ გუნდს შესწევს ძალა, გააერთიანოს ძმობა და განამტკიცოს საფეხბურთო ურთიერთობები. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში რა ხდება? პირდაპირ ვიტყვი - კერძო სექტორს ფეხებზე კიდია ისტორია, კულტურა, პოლიტიკური მნიშვნელობა და ეროვნული მნიშვნელობა! ასე ვიტყოდი, ამ გუნდის არსებობაც! ყველა მილიონერი, თუ ბიზნესის მფლობელი, დიდი პატრიოტია, დიდი ომახით მღერის ჰიმნს სტადიონზე, ნაყიდი ვიპ ლოჟიდან და ცრემლი მოსდით როდესაც ჩვენი ქვეყანა იგებს, მაგრამ რას აკეთებენ ქართული ფეხბურთისთვის? პირდაპირ ვიტყვი, ფლაგმანი კლუბის, "დინამო" სოხუმისთვის 50-ზე მეტ კომპანიას ვთხოვეთ, ელემენტარული დაფინანსება, ელემენტარული რომ გუნდს სტადიონის, ბურთის და მგზავრობის ფული დაეფარა, მაგრამ პასუხი? სრული იგნორი! მაგრამ რა ხდება არ გაინტერესებთ გვერდზე სახელმწიფოებში? "დინამო" სოხუმი ითხოვდა ამ 50-ზე მეტი კომპანიისგან წლიურად სპონსორობას სულ რაღაც 20-30 ათას ლარს, რაც 12 თვეზე თუ გავყოფთ 2500 ლარია (დაახლოებით 700 დოლარი). ნუ, რა თანხაა ეს, ყველამ კარგად იცით! აგერ მეზობელი აზერბაიჯანული ყარაბახის დაფინანსება რამდენია არ იკითხავთ? წელიწადში 16 მილიონი ევრო! 2020 წლის მონაცემებით და 2021 წლიდან იზრდება! ჩვენი მოძმე უკრაინული დონეცკის შახტარის? წლიური 75 მილიონია! საქართველოში ისტორიულად, კულტურულად, პოლიტიკურად, დევნილ კლუბებს შორის ფლაგმან გუნდს 30.000 ლარით არ ასპონსორებენ! ესაა რელობა!!! როდესაც გამოდიან გარკვეული პიროვნებები და ამბობენ ფეხბურთი სახელმწიფოსგან არ უნდა ფინანსდებოდეს და შეცდომა არისო, კაი ბატონო, აი ჩვენს თავზე ვცდით ახლა ამას. 2020 წლის სეზონის სპორტული შედეგებიდან გამომდინარე იმ სახელმწიფო სუფსიდიას 2021 წელს "დინამო" სოხუმი არ მიიღებს, ხოდა იმ ხალხს მოგმართავთ, ახლა რა ვქნათ? მუნიციპალიტეტი სოხუმს არ გააჩნია, მაგრამ ყავს აგერ პირობითად ახალქალაქის აბულს და ისინი მიიღებენ 60-70 ლარს დაფინანსებას წლიურად და ჩვენ რა ვქნათ?! როდესაც არც მუნიციპალიტეტი გვყავს და არც მთავრობას აქვს უფლება, რომ ამხელა ფული გამოუყოს გუნდს?! ახლა იტყვით ფედერაციაო? ფედერაცია არ არის ვალდებული, კერძო კლუბი დააფინანსოს და ეს ასეც უნდა იყოს! მე პრეტენზია ვერ მექნება ფეხბურთის ფედერაციასთან ან მთავრობასთან. დღეს, პირდაპირ ვამბობ, "დინამო" სოხუმში არის დიდი ფინანსური კრიზისი და მოგმართავთ ყველას, ვისაც გული შეგტკივათ სოხუმზე, აფხაზეთზე, ფეხბურთზე!!! მოგვეხმარეთ იმისთვის, რომ კლუბმა იარსებოს!!! 30.000 ლარი არის საჭირო, რომ გუნდმა ღირსეულად წარმოადგინოს თავი ჩემპიონატში. მოგმართავთ თქვენ, კომპანიებს! არ მინდა და არც ვიკადრებ იმას, რომ გამოვამზეურო იმ კომპანიების სია, ვისაც მივწერეთ და ან უბრალოდ ცარიელი ფურცელი გამოგვიგზავნეს, ან წერილი უკან დაგვიბრუნეს, ან კიდევ უბრალოდ პირდაპირ გვითხრეს - ფეხბურთი არ გვაინტერესებსო. დაგვეხმარეთ, რათა 96 წლის მქონე ისტორიის მქონე კლუბმა განაგრძოს ღირსეული მოღვაწეობა!!! სირცხვილია უბრალოდ ის ფაქტები, რომ 5000 ლარიან ტელეფონებს ბინძური რაღაც პიარის გამო ჩუქნიან და მართლაც ეროვნული და ქვეყნის სამსახურში მდგომ გუნდებს, რომლებიც მომართულები არიან ქართულ-აფხაზური ურთიერთობების განმტკიცებისა და გაერთიანებისთვის, ბოდიში და ფეხებზე იკიდებენ!!! 5000 ლარად გუნდს 2-3 თვე შევინახავდით, მაგრამ არ ვიცი, დარჩნენ საქართველოში პატრიოტი და სახემწიფოებრივად მოზროვნე ხალხი? არ ვიცი, ამას გვაჩვენებს დრო! ვიცი ბევრი ნახავს ჩემს ამ ღია წერილს და იმედი მაქვს, ჩვენს ქვეყანაში არიან ღირსეული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ბიზნესმენები და ხალხი, ვისაც უყვარს ფეხბურთი, უყვარს სოხუმი!!! იმედი მაქვს, რომ ერთად დგომით "დინამო" სოხუმს მივცემთ ღირსეულად გამოსვლის საშუალებას!!! ვისაც აქვთ სურვილი და საშუალება ეს იქნება კომპანია თუ უბრალოდ ფეხბურთზე შეყვარებული გულშემატკივარი შეგიძლიათ დაგვეხმაროთ!  GE67 CR00 3000 9442 0236 02 ეს გახლავთ ჩვენი კლუბის საბანკო ანგარიში - ბანკი ქართუ საფეხბურთო კლუბი "დინამო" სოხუმი! წინასწარ მადლობა მხარდაჭერისთვის და მცირედი დახმარებისთვისაც!!!"

✊ მოგესალმებით! ???? დღეს მინდა ძალიან გულწრფელი ვიყო და დავსვა ისეთი კითხვები, რომელზე პასუხის გაცემაც ძალიან მიჭირს. ????...

Posted by დავით თაქთაქიშვილი/davit taktakishvili on Monday, January 18, 2021

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები