Aa
Aa

საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ბაიერნის პოტენციური მეტოქეები გაირკვა

ფიფა-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მიუნხენის „ბაიერნის“ პოტენციური მეტოქეები გაირკვა.

გერმანული გრანდი გათამაშებაში სწორედ 1/2 ფინალური ეტაპიდან ჩაერთვება და იქ ყატარულ „ალ დუჰაილს“ ან ეგვიპტურ „ალ აჰლის“ შეხვდება.

„ალ დუჰაილი“ გათამაშებაზე მას შემდეგ მოხვდა, რაც ახალ ზელანდიურმა „ოკლენდმა“ ტურნირში მონაწილეობა კორონავირუსის პანდემიის გამო იუარა. ყატარელებს ამჟამად საბრი ლამუში წვრთნის.

რაც შეეხება „ალ აჰლის“, ის აფრიკის ყველაზე წარმატებული კლუბია და კონტინენტის მთავარი საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის 9-გზის გამარჯვებულია. გუნდმა 2019-20 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში ასევე ეგვიპტურ „ზამალეკს“ მოუგო.

ფიფა-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი 4 თებერვალს დაიწყება, „ბაიერნი“ კი, როგორც ევროპის ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, 1/2 ფინალურ მატჩს 8 რიცხვში გამართავს. ფინალური დაპირისპირება 11 თებერვალსაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები