Aa
Aa

NBA-ის მორიგი რეკორდი - ზაიონმა გამორჩეული შედეგი დააფიქსირა

„ნიუ ორლეან პელიკანსი“ გამთენიისას „იუტასთან“ 102:118 დამარცხდა, მაგრამ ამას „პელიკანსის“ ლიდერ ზაიონ უილიამსონისთვის NBA-ის ისტორიის ახალი რეკორდის დასამყარებლად ხელი არ შეუშლია.

ზაიონმა 32 ქულა მოაგროვა და პარკეტიდან 73%-იანი სიზუსტით უტევდა. ამ მაჩვენებლით, იგი NBA-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ ორ მატჩში 30 ან მეტი ქულა, პარკეტიდან სროლების 70%-იანი სიზუსტით შესრულებით გააკეთა.

ასევე, იგი, ზოგადად, „პელიკანსის“ ისტორიაში პირველი კალათბურთელია, რომელმაც მსგავსი შედეგი დააფიქსირა.

ნიუ ორლეანელთა ვარსკვლავმა გუშინდელ მატჩში პარკეტზე 35:21 წუთი გაატარა და თავი 35 ქულასთან ერთად, 5 მოხსნასა და 3 ასისტს მოუყარა. მისმა გუნდმა მე-13 შეხვედრიდან მე-8 დათმო და დასავლეთ კონფერენციის მე-12 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები