მხოლოდ 4 გეიმი - ბოლქვაძემ გათამაშების პირველ ნომერთან წააგო
ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლოქვაძე გაერთიანებულ საემიეროებში მიმდინარე ტურნირს მე-2 წრიდან გამოეთიშა.
მერვედფინალში ბოლქვაძე პირველ ნომრად განთესილ შვეიცარიელ, ვიქტორია გოლუბიჩს დაუპირისპირდა და ორ სეტში, ანგარიშით - 0:6 4:6 წააგო.
ქართველმა ჩოგბურთელმა მატჩის მიმიდინარეობისას ერთი ეისი შეასრულა და 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა.
შეგახსენებთ,რომ გათამაშების პირველ წრეში მარიამმა თურქ ჩოგბურთელს, პემრა ოზგენს აჯობა და მეტოქე ორ სეტში, ანგარიშით - 7:6; 6:4 დაამარცხა.
ამავე გათამაშებაში მონაწილეობას ეკატერინე გოგორგოძეც იღებდა. ქართველმა ჩოგბურთელმა შეხვედრა პირველ წრეში თურქ ჩაღლა ბიუქაჩქაისთან სამ სეტში, ანგარიშით - 6:2; 4:6; 4:6 დათმო.