Aa
Aa

"უკეთესმა გუნდმა დაგვამარცხა" - რა თქვა ლამპარდმა ლესტერთან მატჩის შემდეგ

პრემიერ ლიგის ეგიდით ლონდონის "ჩელსი" "ლესტერს" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. შეხვედრის შემდეგ "არისტოკრატების" თავკაცმა ფრენკ ლამპარდმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ჩვენ უკეთესმა გუნდმა დაგვამარცხა. ძალიან ნელა ვთამაშობდით, ცოტას დავრბოდით და ფეხბურთელებს სირბილის სურვილი არ ემჩნეოდათ. თავდაჯერებული გუნდი "ლესტერს" გავს. ასეთები ჩვენ 1 თვის წინ ვიყავით.

ისინი ჩვენზე მკვეთრები იყვნენ, ჩვენზე მეტს დარბოდნენ და უფრო ხარისხიან მომენტებს ქმნიდნენ. "მელიები" კარგ ფორმაში მყოფ გუნდს გავდნენ, ჩვენ კი პრიქით - ცუდ ფორმაში მყოფს.

ორივე გაშვებული გულის გამო იმედგაცრუებული ვარ. მყავს ისეთი გუნდი, რომელსაც "ლესტერის" დამარცხება შეუძლია, მაგრამ როდესაც 2:0-ს აგებ ეს ძალიან რთული ხდება.

პირველ რიგში უნდა შევთანხმდეთ, რომ ყველამ თავისი საქმე გააკეთოს. "ლესტერთან" მატჩში დაცვის მარჯვენა ფლანგი სუსტი იყო და გოლები ინდივიდუალური შეცდომების გამო გავუშვით. 

გუნდში არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც უკეთესად თამაში შეუძლიათ, მაგრამ ვერ თამაშობენ. ეს დღევანდელ მატჩში კარგად გამოჩნდა. 20 წლის განმავლობაში ფეხბურთელი ვიყავი და კარგად ვიცი როდის არ არის ფეხბურთელი ფორმაში. ამას შეიძლება უამრავი მიზეზი ჰქონდეს, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი ნდობა მათ მიმართ სულ უფრო იკლებს.

არ ვიცი ხელმძღვანელობას რა რეაქცია ექნება ამ წაგებაზე, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვქონდა სატრანსფერო ბანი, გვყავს ახალგაზრდა და ახალი ფეხბურთელები, რომლებმაც ადაპტაცია ჯერ ვერ გაიარეს. ნოემბერში ყველაფერი კარგად იყო და ვარდისფრად ჩანდა, ახლა ყველაფერი შავად არის. 

წაგება, რა თქმა უნდა, არ მიყვარს და საჭიროა ყველა დავჯდეთ და გავაანალიზოთ რა ხდება. მარტო მე არ ვარ წნეხის ქვეშ და მალე უნდა ვიპოვოთ გამოსავალი." - განაცხადა ლამპარდმა

შეგახსენებთ, რომ "ჩელსი" "ლესტერთან" წაგების შემდეგ პრემიერ ლიგის ცხრილში მე-8 ადგილზე დაქვეითდა. მომავალ მატჩს "არისტოკრატები" 27 იანვარს, შინ "ვულვზის" წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები