ლეგენდარული
Aa
Aa

ლეგენდარული "დინამოს" ფეხბურთელები დახმარებას ითხოვენ

სოციალურ ქსელში გავრცელდა განცხადება,სადაც ვეტერანი ფეხბურთელები გიორგი თავაძე და გიორგი ჭილაია დახმარებას ითხოვენ.

შეგახსენებთ,რომ ორივე ფეხბურთელი ლეგენდარული „დინამო-81“-ის ფეხბურთელები იყვნენ.

Crystalsport.ge განცახდებას უცვლელად გთავაზობთ :

„საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ასოციაციის წევრები, ჩვენ - გიორგი (გია) თავაძე და გიორგი (გია) ჭილაია ვიყავით თბილისის დინამოს ფეხბურთელები. ვართ 1981 წლის 13 მაისის ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალის გამარჯვებულები, ვართ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატები, გვაქვს სახელმწიფოსგან მინიჭებული სპორტის რაინდის წოდება. დღეისთვის ვართ პენსიონრები, არ გაგვაჩნია საკუთარი საარსებო წყარო, ვართ უმუშევრები ათეული წლებია, არ მიგვიღია საცხოვრებელი ბინა და დღემდე ვცხოვრობთ ქირით.

ძალიან გაგვიჭირდა გთხოვთ ბიზნესმენებს, სპორტსმენებს, გულშემატკივრებს და უბრალოდ კეთილ ხალხს გულთან მიიტანოთ ჩვენი გასაჭირი.

თითოეული გადმორიცხული ლარი გაგვიხანგრძლივებს სიცოცხლეს.

მადლობას გიხდით თანადგომისა და სოლიდარობისთვის

მიმღები გიორგი თავაძე

საქ ბანკი GE63BG0000000498533795

თიბისი GE24TB7845245064300028“

საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ასოციაციის წევრები, ჩვენ - გიორგი (გია) თავაძე და გიორგი (გია) ჭილაია ვიყავით თბილისის...

Posted by Retired Georgian Footballers • ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები on Monday, January 18, 2021

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები