Aa
Aa

"მათ უფრო ვენატრები, ვიდრე მე ისინი" - ლოვრენი ლივერპულზე

ხორვატიის ნაკრებისა და ამჟამად "ზენიტის" ცენტრალურმა მცველმა დეიან ლოვრენმა რუსულ მედიასთან საურბისას თამამი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ახლა "ლივერპულს" უფრო ენატრება ის, ვიდრე თავად მას ყოფილი კლუბი.

"კლოპთან ახლაც მაქვს ურთიერთობა და ვფიქრობ მან არასწორი ესემესი გამომიგზავნა. იურგენმა მითხრა, რომ ვენატრები. "ლივერპულის" დატოვებას არ ვნანობ, ეს გადაწყვეტილება მტკიცე იყო. კლოპს გუნდიდან წასვლის საშუალება არ უნდა მოეცა.

გასულ სეზონში თითქმის არ მათამაშებდნენ და მე ეს ძალიან მეწყინა. ახლა ყველაფერი სხვანაირად არის. ვფიქრობ ახლა "ლივერპულს" უფრო ვენატრები, ვიდრე მე ჩემი ყოფილი კლუბი და ეს კლოპმა კარგად იცის.

გუნდიდან წასვლის შემდეგ გერმანელ სპეციალისტთან ვისაუბრე, მაგრამ დეტალებს არ გავამხელ. მან მე მხოლოდ საუკეთესო სურვილები მისურვა." - განაცხადა ლოვრენმა

შეგახსენებთ, რომ დეიან ლოვრენი "მერსისაიდელების" შემადგენლობაში 2014 წელს ჩაირიცხა. 2020 წელს კი "ზენიტში" გადავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში ხორვატმა ცენტრალურმა მცველმა "ლივერპულის" მაისური 185-ჯერ მოირგო და 8 გოლი გაიტანა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები