შეთანხმება შედგა: წიქარიძე რუსეთის ჩემპიონატში ითამაშებს
Aa
Aa

შეთანხმება შედგა: წიქარიძე რუსეთის ჩემპიონატში ითამაშებს

გორის ''დილას'', ქობულეთის ''შუქურას'', ქუთაისის ''ტორპედოსა'' და საჩხერის ''ჩიხურას'' ყოფილი შემტევი თენგიზ წიქარიძე კარიერას რუსეთის რანგით მეორე ლიგის კლუბ ტომსკის ''ტომში'' გააგრძელებს. 25 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. ფეხბურთელი სეზონის მეორე ნახევრისთვის ახალ გუნდთან ერთად თურქეთში ემზადება.

''ტომის'' მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ კერჟაკოვია, რომელსაც ''სევილიასა'' და რუსეთის ეროვნულ ნაკრებში უთამაშია. 38 წლის სპეციალისტი ''ტომის'' მთავარი მწვრთნელი გასულ წელს გახდა.

რუსეთის რანგით მეორე ლიგის 22-გუნდიან ჩემპიონატში კერჟაკოვის გუნდი 17 ქულით 21-ე პოზიციაზეა და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

წიქარიძეს უცხოეთში თამაშის გამოცდილება არ აქვს. მას მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატში უთამაშია. 2014-15 წლების სეზონში უჩა სოსიაშვილის გორის ''დილასთან'' ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა. 2018 წელს ქუთაისის ''ტორპედოში'' ასპარეზობისას საქართველოს თასი მოიგო. გარდა ამისა ''ტორპედოსთან'' ერთად საქართველოს სუპერთასის ორგზის გამარჯვებულია (2017-18, 2019).

მასალაში გამოყენებულია gff.ge-ს ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები