Aa
Aa

დიდი ტრიოს პირველი მატჩი - სექსტონმა ბრუკლინი გაამწარა

„ბრუკლინ ნეთსის“ დიდმა ტრიომ ერთად პირველი შეხვედრა ჩაატარა. კაირი ირვინგი პირადი საკითხების გამო აღებული პაუზის შემდეგ, „ნეთსს“ ყოფილი გუნდის, „კლივლენდ კავალიერსის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში დაუბრუნდა და ჯეიმს ჰარდენისა და კევინ დურანტის მხარდამხარ იასპარეზა.

ირვინგის დაბრუნება წარუმატებელი გამოდგა და „ბრუკლინი“ მეტოქესთან ორმაგ ოვერტაიმში დამარცხდა. „ნეთსის“ კალათბურთელებმა კოლინ სექსტონს ვერაფერი დაუპირისპირეს. ამ უკანასკნელმა კარიერაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და 42 ქულა გაიფორმა. სექსტონმა მეორე ოვერტაიმში 15 ქულა ჩააგდო და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

„ბრუკლინის“ დიდ ტრიოს რაც შეეხება, „ნეთსის“ რიგებში საუკეთესო კევინ დურანტი იყო, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 2 ასისტი დააკლდა და 38 ქულა, 12 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. კაირი ირვინგმა აქტივში 37 ქულა, 2 მოხსნა, 3 ასისტი და ამდენივე დაფარება ჩაიწერა, ჯეიმს ჰარდენმა კი ტრიპლ-დაბლი გააკეთა და 21 ქულას, 10 მოხსნასა და 12 ასისტს დასჯერდა.

სათქმელია ისიც, რომ ირვინგის დაბრუნებისა და „ბრუკლინის“ მარცხის შემდეგ, სოციალურ ქსელებში უკვე ალაპარაკდნენ იმაზე, რომ „ნეთსი“ კაირის გარეშე უკეთესია და გუნდმა იგი უნდა გაცვალოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები