გვილია ლეგიას დატოვებს? - ქეცბაია ქართველის გადაბირებას გეგმავს
Aa
Aa

გვილია ლეგიას დატოვებს? - ქეცბაია ქართველის გადაბირებას გეგმავს

''ანორთოსისის'' ქართველ მთავარ მწვრთნელს, თემურ ქეცბაიას პოლონური ''ლეგიას'' ნახევარმცველის, ვაკო გვილიას დამატება სურს. ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს. ამ ეტაპზე უცნობია ''ანორთოსისი'' მოთამაშის გამოსყიდვას გეგმავს თუ იჯარით დამატებას.

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას ქეცბაიამ ორი ფეხბურთელი დაიმატა და გუნდის გაძლიერებას განაგრძობს. ''ნიუკასლის'' ექს-ფორვარდის ერთ-ერთი სამიზნე გვილიაა.

მოთამაშეს პოლონეთის ჩემპიონთა კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 26 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონის პოლონეთის ჩემპიონატში 9 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი შეასრულა. 2019-20 წლების სეზონში გვილია გაცილებით პროდუქტიული იყო.

გვილიას უკრაინის, ბელარუსის, შვეიცარიისა და პოლონეთის ჩემპიონატებში უთამაშია. გასულ სეზონში ''ლეგიასთან'' ერთად პოლონეთის ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, თორნიკე ოქრიაშვილი გუნდს ნოემბრიდან მოყოლებული ვერ ეხმარება, რაც ქეცბაიას გუნდისთვის ძალიან დიდი დანაკლისია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები