მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა - ალკოიანოს მეკარის მიღწევა
Aa
Aa

მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა - ალკოიანოს მეკარის მიღწევა

კოპა დელ რეიზე წლის მთავარი სენსაცია დაფიქსირდა. მადრიდის "რეალი" "ალკოიანოს" ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 1:2 დამარცხდა. შეხვედრის შემდეგ გამოცემა OptaJose-მ მასპინძელთა მეკარის სტატისტიკური მონაცემები გაავრცელა, რომელიც მიმდინარე სეზონში საუკეთესოა.

41 წლის ხუან ფიგუერამა "ბლანკოსის" წინააღმდეგ 10 ზუსტი "სეივი" შეასრულა და ის გახდა პირველი მეკარე, რომელსაც მიმდინარე სეზონში ერთ კონკრეტულ მატჩში ყველაზე მეტი მოგერიებული ბურთი აქვს. ასეთი შედეგი ჯერჯერობით ევროპის მასშტაბით არცერთ კიპერს არ აქვს. ფიგუერაშმა გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ "ალკოიანოსა" და "რეალის" მატჩში ანგარიში 45-ე წუთზე ედერ მილიტაომ გახსნა. შეხვედრის მიწურულს ხოსე სოლბესმა წონასწორობა აღადგინა და დამატებითი 15 წუთიანი ტაიმები დაინიშნა. 

შეხვედრის 115-ე წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველმა კაზანოვამ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და საკუთარი გუნდის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები