რეალს მოუგეს, მაგრამ 1 წლის წინ საბურთალოსთან დამარცხდნენ!
Aa
Aa

რეალს მოუგეს, მაგრამ 1 წლის წინ საბურთალოსთან დამარცხდნენ!

კოპა დელ რეიზე წლის მთავარი სენსაცია დაფიქსირდა. მადრიდის "რეალი" "ალკოიანოს" ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 1:2 დამარცხდა. 

საინტერესო ის არის, რომ იმ გუნდმა, რომელმაც "ბლანკოსი" სამეფო თასიდან გამოაგდო დაახლოებით 1 წლის წინ, თებერვალში თბილისის "საბურთალოს" ამხანაგურ მატჩში გაეჯიბრა და 1:3 დამარცხდა. თბილისელებმა ესპანელებს აჯობეს. ცნობისთვის, "საბურთალო" იმ დროს ესპანეთში მოსამზადებელ ეტაპს გადიოდა.

"საბურთალოს" მხრიდან თავი გიორგი კოხრეიძემ, გაგი მარგველაშვილმა და გურამ გოშთელიანმა გამოიჩინეს. ფეხბურთი სწორედ ასეთი ფაქტების გამო უყვარს ხალხს. "ალკოიანოს" ბიუჯეტი დაახლოებით 2 მილიონამდე მერყეობს და დაამარცხეს ისეთი დონის გუნდი, როგორიც "რეალია", თუმცა გუშინდელი ტრიუმფატორები თბილისელებმა მარტივად დაამარცხეს.

ალბათ 1 წლის წინ ვერცერთი "ალკოიანოს" გულშემატკივარი და ფეხბურთელი ვერ იფიქრებდა, რომ ერთ დღეს "სამეფო კლუბს" კოპა დელ რეიდან გამოაგდებნდნე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები