Aa
Aa

Times: იაპონიის მთავრობამ ოლიმპიადის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო!

ბრიტანული Times-ის ინფორმაციით, იაპონიის მთავრობამ ამ ზაფხულს გასამართი ოლიმპიური თამაშების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

რამდენიმე თვეა ცნობილია, რომ იაპონელი ხალხი Covid-19-ის პანდემიის პირობებში ოლიმპიადის მათ ქვეყანაში ჩატარებას ეწინააღმდეგება. ისინი თვლიან, რომ დიდი შანსია, მსოფლიოს 200-მდე ქვეყნიდან წარგზავნილი დელეგაციების ერთ ქალაქში თავმოყრამ ეპიდაფეთქება გამოიწვიოს.

Times-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ იაპონიის მთავრობამ ამ საკითხზე მოილაპარაკა, თუმცა ინფორმაციის ოფიციალურად გამოცხადებას ჯერჯერობით ერიდებიან. იაპონელები იმედოვნებენ, რომ ამ ზაფხულის თამაშებს გააუქმებენ, სამაგიეროდ კი, 2032 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლებას მიიღებენ.

მეორე მხრივ, ვიცით, რომ სოკ-ის პრეზიდენტს, ტომას ბახს „ტოკიო 2020“-ის კიდევ ერთხელ გადადებასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებით კატეგორიული პოზიცია აქვს და არც ერთ ამ სცენარს არ განიხილავს.

ცხადია, იაპონელებსა და სოკ-ს შორის უახლოეს პერიოდში აქტიური კომუნიკაცია შედგება და ოლიმპიადის ჩატარება-არჩატარების საკითხიც საბოლოოდ გადაწყდება.

მაგალითად, მადრიდული Cadena SER-ი, ესპანეთის ოლიმპიური კომიტეტის პოზიციას აჟღერებს და აღნიშნავს, რომ იაპონია და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი „ტოკიო 2020“-ისთვის მზადებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.

ცხელი ამბები