Aa
Aa

მხოლოდ 1 პარტნიორი - AUS OPEN-ზე სპეციალური სავარჯიშო წესი დაინერგა

ავსტრალიის ღია პირველობამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. მოთამაშეთა დიდი ნაწილი უკვე მელბურნში იმყოფება და სეზონის პირველი დიდი სლემის ტურნირისთვის ადგილზე ემზადება.

ცხადია, კორონავირუსის პირობებში ჩოგბურთელებს განსხვავებულად ცხოვრება და სხვადასხვა წესების დაცვა უწევთ. ისინი თვითიზოლაციაში არიან და როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ვარჯიშების ჩატარება მხოლოდ  ერთ ადამიანთან ერთად შეეძლებათ.

თითოეულმა ჩოგბურთელმა უნდა აირჩიოს მხოლოდ ერთი პერსონა და AUS OPEN-ის სრული მოსამზადებელი პერიოდი კორტსა და მის გარეთ მასთან უნდა იურთიერთოს.

Tennis Australia-ს აღმასრულებელი დირექტორის, კრეიგ ტილის განცხადებით, ამჟამად ერთ-ერთი ჩოგბურთელი ინფიცირებულია, თუმცა მისი ვინაობა არ ხმაურდება. ტილიმ ასევე დაამატა, რომ თუკი ტურნირის მიმდინარეობისას რომელიმე მოთამაშეს ვირუსი დაუდგინდება, იგი გათამაშებიდან მოიხსნება.

მაგალითდ, Covid-19-ზე მიღებული დადებითი პასუხის გამო მელბურნის კორტებზე ესპანელი პაულა ბადოსა ვერ ითამაშებს. იგი პირველი ჩოგბურთელია, რომელიც ავსტრალიაში ჩავიდა, მაგრამ გათამაშებას ვირუსის მიზეზით გამოაკლდა.

ავსტრალიის ღია პირველობის წლევანდელი გათამაშება 8-დან 21 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები