სიტყვას ასრულებს - კონორი პორიეს საქველმოქმედო ფონდს 500 000 დოლარს გადაურიცხავს
Aa
Aa

სიტყვას ასრულებს - კონორი პორიეს საქველმოქმედო ფონდს 500 000 დოლარს გადაურიცხავს

UFC-ის ირლანდიელმა მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა სიტყვას არ უღალატა და დასტინ პორიეს საქველმოქმედო ფონდს 500 000 დოლარს გადაურიცხავს. 2020 წლის ბოლოსკენ, როცა კონორი და დასტინი ბრძოლის გამართვის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, ირლანდიელმა განაცხადა, რომ პორიესა და მისი მეუღლის საქველმოქმედო ორგანიზაციას, The Good Fight Foundation-ს სოლიდური თანხით დაეხმარებოდა.

პორიემ ბრძოლის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ მაკგრეგორი დანაპირებს ასრულებს და განაცხადა: „მინდა, ყველაფერს ნათელი მოვფინო და ვთქვა, რომ კონორის გუნდი, McGregor Sport & Entertainment ჩემი საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდა და ჩვენ თანხის გადარიცხვისთვის საჭირო პროცესი დავიწყეთ. კონორ, ამ ჟესტით შენ ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარები“.

MmaJunkie-სთან საუბრისას McGregor Sport & Entertainment-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ პორიეს სიტყვები სიმართლეს შეესაბამება და 500 000 დოლარის ოდენობის თანხის გადარიცხვისთვის საჭირო პროცესი ნამდვილად დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ კონორი და პორიე ერთმანეთს UFC 257-ის ფარგლებში დაუპირისპირდებიან. ღონისძიება თბილისის დროით, 24 იანვარს დაიწყება და ბუკმეიკერები ფავორიტად ირლანდიელს მოიაზრებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები