ბახის განცხადება - ოლიმპიადის გადადება ან გაუქმება გამორიცხულია
Aa
Aa

ბახის განცხადება - ოლიმპიადის გადადება ან გაუქმება გამორიცხულია

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ხელახალი გადადების ან გაუქმების შესაძლებლობას გამორიცხავს. ბახი დარწმუნებულია, რომ წლეულს ზაფხულში ტოკიო ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს.

მოცემული მომენტისთვის არანაირი საბაბი არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ 23 ივლისს ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონზე არ გაიხსნება ოლიმპიური თამაშები. სწორედ ამიტომ არ არსებობს სათადარიგო გეგმა,“ - აცხადებს IOC-ის პრეზიდენტი.

თომას ბახი დარწმუნებულია, რომ მასპინძელთა ძალისხმევით ტოკიოში უსაფრთხო და წარმატებული ოლიმპიური თამაშების ჩატარება მოხერხდება.

IOC-ის პრეზიდენტის შესაბამისი განცხადება მოჰყვა გავრცელებულ ხმებს, რომლის მიხედვითაც ტოკიოში თამაშების ჩატარების გეგმები თითქოსდა გაურკვეველი რჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები