დოლიძე: ''ქომაგთა ასეთი ქმედება არაფერში წერია, ჩისკო და დინამო შეურაცხყოფას არ იმსახურებენ''
Aa
Aa

დოლიძე: ''ქომაგთა ასეთი ქმედება არაფერში წერია, ჩისკო და დინამო შეურაცხყოფას არ იმსახურებენ''

საფეხბურთო კლუბ თბილისის ''დინამოს'' სპორტულმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ გადაცემაში ''სპორტი იმედზე'' აქტუალურ თემებზე ისაუბრა. მისი თქმით გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი ჩისკოს მიმართ ''უოტფორდის'' გვერდზე შეურაცხმყოფელ ფრაზებს გამოთქვამს, რაც მისთვის მიუღებელია. ზაზა დოლიძის აზრით ჩისკო და ''დინამო'' ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ.

ზაზა დოლიძე:''ფარერის კუნძულებზე მარცხი ჩვენთვისაც ძალიან გულსატკენია, მე მესმის ქომაგების გულისტკენის, თუმცა მინდა მათ ვთხოვო, რომ პირობითად გულშემატკივრიდან უნდა დაიწყოს ევროპული სტანდარტი.

რამდენჯერმე შევამჩნიეთ, რომ ჩისკოს ინტერვიუ იქნება თუ სურათი, ''უოტფორდის'' გვერდზე ქართველი გულშემატკივრები ჩისკოს შეურაცხყოფას აყენებენ. მეც ამ საზოგადოების წევრი ვარ და შესაძლოა ჩემი საქციელიც ბევრს არ მოსწონს, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად მიუღებელია ასეთი არაობიექტური შეფასება. ვიღაც შესაძლოა სხვა გუნდის ქომაგია და ''დინამოს'' არ გულშემატკივრობს, მაგრამ შეურაცხყოფა არაფერში წერია.

მე მინდა მათ მოვუწოდო, რომ შეცვალონ დამოკიდებულება და ასევე შეცვალონ დამოკიდებულება ''დინამოს'' მიმართ. ამას არ ვიმსახურებთ. კარგად ხედავთ თქვენ რა მდგომარეობაა ზოგადად მსოფლიოში და რა მდგომარეობაა საქართველოში. ჩვენ ვინარჩუნებთ იმ გეზს, რომელიც აღებული გვაქვს. ასევე, ქართული რეალობიდან გამომდინარე ''დინამოს'' საუკეთესო პირობებს ვუნარჩუნებთ და არა მარტო საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაშიც, რადგან ქართველი ბავშვების მიმართ ძალიან დიდი ინტერესია. მაგალითად, სერბული ''რადნიკის'' წინააღმდეგ ''დინამოს'' თამაშს ბევრი სკაუტი ესწრებოდა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ''დინამო'' სწორი გზით მიდის''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები