ოფიციალურად - ოზილი ფენერბახჩეს ფეხბურთელია
Aa
Aa

ოფიციალურად - ოზილი ფენერბახჩეს ფეხბურთელია

მესუთ ოზილმა 8-წლიანი ლონდონური კარიერა დაასრულა და კარიერას თურქეთში, კონკრეტულად კი "ფენერბახჩეში" გააგრძელებს. ინფორმაცია სპორტულმა გამოცემა "ბლიჩერმა" გაავრცელა და თავად ფეხბურთელმაც ამცნო გულშემატკივრებს საკუთარი "ტვიტერის" გვერდით.

GOAL-ის ინფორმაციით, 32 წლის ნახევარმცველი შესაძლოა 25 იანვარს "კაიზერისპორის" წინააღმდეგ ითამაშოს. კლუბის ხელმძღვანელების სურვილია, რომ მესუთს დებიუტი "ფენერბახჩეს" სტადიონზე ჰქონდეს.

ცნობისთვის, "არსენალის" ყოფილი "ათიანით" MLS-ის წარმომადგენელი "დს იუნაიტედი" აქტიურად ინტერესდებოდა და პირველადი ინფორმაციით ოზილს სწორედ ამერიკისკენ უნდა აეღო გეზი, თუმცა გადაიფიქრა და საკუთარი მომავალი თურქულ ჩემპიონატს დაუკავშირა.

შეგახსენებთ, რომ თურქული ფესვების მქონე გერმანელი "მეთოფეებს" 2013 წელს 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ მადრიდის "რეალიდან" შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 254 შეხვედრა ჩაატარა და 44 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები