5 მილიონი მხოლოდ მონაწილეობისთვის! - რა თანხა გამოიმუშავა ჯამში კონორმა?
Aa
Aa

5 მილიონი მხოლოდ მონაწილეობისთვის! - რა თანხა გამოიმუშავა ჯამში კონორმა?

გამთენიისას აბუ დაბიში UFC 257-ის ღონისძიება გაიმართა. ერთმანეთის წინაშე პორიე და ლეგენდარული კონორ მაკგრეგორი წარსდგნენ.

ამერიკელმა პორიემ მაკგრეგორი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. ასეთ შედეგს კი ბევრი გულშემატკივარ არ ელოდებოდა. სპორტულმა გამოცემა The Sun-მა საზოგადოებას ამცნო, თუ რამდენი მილიონი გამოიმუშავეს მებრძოლებმა.

დავიწყოთ კონორით - ხსენებულ დაპირისპირებაში უბრალოდ მონაწილეობისთვის ირლანდიელმა 5 მილიონი დოლარი მიიღო. ვიგებთ, რომ ჯამში მაკგრეგორმა დაახლოებით 25 მილიონი დოლარი აიღო. რა გამოდის? თუ მათემატიკურად დავთვლით UFC-ს ლეგენდამ ოქტაგონზე ბრძოლისთვის წამში დაახლოებით 40 000 ევრო მიიღო, რაც 55 000 დოლარს უდრის.

რაც შეეხება პორიეს, ამერიკელს უბრალოდ ბრძოლაში მონაწილეობისთვის 1 მილიონი დოლარი გადაუხადეს. სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორის ბრწყინვალე კარიერაში მეორე რაუნდში ნოკაუტით დამარცხება პირველი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები