„ჩვენი ჩხუბი ახლოსაა
Aa
Aa

„ჩვენი ჩხუბი ახლოსაა" - ჰოლიფილდი 2021 წელს მისი და მაიკის ბრძოლას გვპირდება

ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ, ევანდერ ჰოლიფილდმა ბრაიან კასტერის პოდკასტში მაიკ ტაისონის შესახებ ისაუბრა. ჰოლიფილდი დარწმუნებულია, რომ „რკინის მაიკის“ წინააღმდეგ რინგზე კიდევ ერთხელ გავა და მათი ჯახი 2021 წელს გაიმართება.

„ვიხილავთ თუ არა ჰოლიფილდისა და ტაისონის ბრძოლას 2021 წელს? ჩემი აზრით, ეს აუცილებლად მოხდება. ვფიქრობ, ჩემი და მაიკის ჩხუბი ახლოსაა და ბრძოლის გამართვა როგორც მე, ისე მას სურს. დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მგონია, რომ დიდი შანსია, გულშემატკივრებმა ეს შერკინება იხილონ“.

შეგახსენებთ, რომ ჰოლიფილდს 2011 წლის შემდეგ არ უჩხუბია. ბოლოს იგი დანიელ მოკრივეს, ბრიან ნილსენს დაუპირისპირდა და მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ევანდერს კარიერაში 57 ბრძოლა აქვს გამართული და სასურველ შედეგს 44-ჯერ მიაღწია, 10-ჯერ კი რინგი დამარცხებულმა დატოვა.

ცნობისთვის, ჰოლიფილდმა მაიკ ტაისონი რამდენჯერმე გამოიწვია და ცოტა ხნის წინ, განაცხადა, რომ „რკინის მაიკთან“ შესაძლო ბრძოლის თაობაზ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები