Aa
Aa

„თუ უნდა, წლის ბოლოს ვიჩხუბოთ" - მეივეზერი 50 Cent-თან ბრძოლაზე თანახმაა

ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ, ფლოიდ მეივეზერმა სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. „მანიმ“ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და ცნობილი რეპერის, 50 Cent-ის გამოწვევა მიიღო.

„წლეულს რამდენიმე საჩვენებელ ბრძოლაზე ვიქნები ფოკუსირებული და იაპონიაში, კერძოდ ტოკიოში კიდევ ერთხელ ვიჩხუბებ. რა თქმა უნდა, საუბარი ჩემი და ლოგან პოლის შერკინებაზე მაქვს და თუ ჯეიკ პოლი მომდევნო მეტოქეს, ბენ ასკრენს დაამარცხებს, საჩვენებელ ბრძოლას მის წინააღმდეგაც გავმართავ.

ასევე გავიგე, რომ 50 Cent მზადაა, მეჩხუბოს, მაგრამ ამბობს, რომ ზედმეტად პატარა ვარ. თუ მას 2021 წლის ბოლოს რინგზე გასვლა უნდა, შეგვიძლია, საჩვენებელი ბრძოლა გავმართოთ. ჩემთვის სულერთია, ამ ბიჭებს რა წონით კატეგორიაში შევერკინები. ძმები პოლები ამ ღონისძიებებით დიდ ფულს იშოვიან, მაგრამ 50 Cent-ის შემთხვევაში ყველაფერი გამარჯვებულმა უნდა მიიღოს“.

შეგახსენებთ, რომ ფლოიდ მეივეზერმა ბოლოს 2018 წელს, იაპონიაში იჩხუბა და საჩვენებელ ბრძოლაში ტენშინ ნასუკავას შეერკინა. „მანიმ“ დამაჯერებლად იმარჯვა და ბრძოლის სანაცვლოდ 9 მილიონი დოლარის ოდენობის ჰონორარიც მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები