„ის გავაკეთეთ, რისთვისაც ჩამოვედით
Aa
Aa

„ის გავაკეთეთ, რისთვისაც ჩამოვედით" - სერბთა მატჩისშემდგომი კომენტარები

სერბეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, მიროსლავ რადულიცამ საქართველოს ეროვნულ გუნდთან გამართული მატჩი შეაფასა.

„მოგესალმებით ყველას, გამარჯობა (რადულიცამ ქართული მისალმება გამოიყენა). მთელმა გუნდმა დიდი ძალისხმევა გაიღო. ჩვენ გვყავს ბიჭები, რომლებმაც სერბეთის ეროვნულ ნაკრებში პირველად იასპარეზეს და მათ ამ მატჩში ნაჩვენებ თამაშს ვულოცავ. ასევე მინდა, მთელ გუნდს მივულოცო.

სამწვრთნელო შტაბის მიერ მოცემული ყველა დავალება შევასრულეთ და სწორედ ეს გახლავთ მიზეზი, რის გამოც ეს შეხვედრა მოვიგეთ. პირველ მეოთხედსა და, მთლიანად პირველ ტაიმში თანაბარი თამაში მიდიოდა, რადგან პერიმეტრიდან ბევრი ბურთი გავაცუდეთ. მეორე ნახევარში ვითარება გამოვასწორეთ, სამქულიანები ჩავაგდეთ, პიკ ენდ როლის წინააღმდეგ დაცვაში უკეთ ვითამაშეთ და ამ ყველაფერმა ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება განაპირობა“.

მატჩი სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა, დეიან მილოიევიჩმაც შეაფასა და განაცხადა: „ის გავაკეთეთ, რისთვისაც ჩამოვედით. გავიმარჯვეთ და ევრობასკეტის საგზური მოვიპოვეთ. მინდა, ეს მოგება ჩემს გუნდს მივულოცო. მთელი მატჩის განმავლობაში დაცვაში შესანიშნავად ვიასპარეზეთ და ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლდათ, რის გამოც მოვიგეთ. პირველ ნახევარში მარტივი სროლები გავაცუდეთ, მაგრამ მეორე ტაიმში ასეთი ბურთები ჩავაგდეთ და საქართველომ ჩვენი დაწევა ვერ შეძლო“.

შეგახსენებთ, რომ სერბეთის ნაკრებმა საქართველო 92-66 დაამარცხა და ევრობასკეტზე თამაშის უფლება გაინაღდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები