''ქინქლაძეს შეეძლო მესის გვერდით მოეხსენებინათ'' - გაზა, ''ქინქი'' და ჯორჯ ვეა
Aa
Aa

''ქინქლაძეს შეეძლო მესის გვერდით მოეხსენებინათ'' - გაზა, ''ქინქი'' და ჯორჯ ვეა

შოტლანდიური ''კილმარნოკის'' მთავარმა მწვრთნელმა ტომი რაიტმა ექს-თანაგუნდელების შესახებ ისაუბრა. მან პოლ გასქოინი, ჯორჯ ვეა და გიორგი ქინქლაძე გაიხსენა.

ტომი რაიტი the scottish sun-ს ესაუბრა.

კითხვაზე თუ ვინ იყო საუკეთესო ფეხბურთელი მის თანაგუნდელებს შორის, რაიტის პასუხი ასეთია: ''ჯორჯ ვეა საოცარი იყო. ის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, დიდებული ბიჭი იყო. მისგან ბევრს ველოდით, მაგრამ ვერაფერი შეძლო. პოლ გასქოინი და გიორგი ქინქლაძე საოცარი მოთამაშეები, არარეალურად მაგრები იყვნენ''.

ჟურნალისტის შემდეგი კითხვა ასეთი იყო: ''ვინ ვერ შეძლო ტალანტის სრულად წარმოჩენა?'' 

რაიტი ქართველ ფეხბურთელს ასახელებს: ''ისევ უნდა ვახსენო გიორგი ქინქლაძე. ის იმ დონის ტალანტი იყო, რომ შეეძლო მესის გვერდით მოეხსენებინათ''.

გიორგი ქინქლაძე და ტომი რაიტი ''მან. სიტიში'' თანაგუნდელები 1997-98 წლებში იყვნენ. 1998 წელს ქინქლაძე ''მან. სიტიდან'' ამსტერდამის ''აიაქსში'' გადაბარგდა, თუმცა მისი ჰოლანდიური კარიერა ძალიან წარუმატებელი გამოვიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები