Aa
Aa

კარიერაში მე-18 დიდი სლემი! ჯოკოვიჩი AUS OPEN-ის გამარჯვებულია!

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა რუს დანილ მედვედევს სამ სეტში 7:5, 6:2, 6:2 მოუგო და კარიერაში მე-18 დიდი სლემის ტურნირი მოიგო.

შეხვედრა 1 საათა და წუთს გაგრძელდა და „ნოლემ“ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. მიუხედავად იმისა, რომ მედვედევმა უფრო რთული ბადე გაიარა და ფინალამდე 1 დღით ნაკლები დაისვენა, ასეთ მატჩს მაინც ცოტა თუ ელოდა.

ბრძოლა მხოლოდ პირველ სეტში შედგა. ამის შემდეგ, ყველაფერი მხოლოდ ფორმალობა იყო.

ნოვაკი არის პირველი ჩოგბურთელი, რომელიც 30 წლის შემდეგ 3-ჯერ გავიდა AUS OPEN-ის ფინალში. ტურნირი კი კარიერაში მეცხრედ მოიგო. სერბი ავსტრალიაში ზედიზედ სამი წელია ტიტულს  არავის უთმობს.

რაც შეეხება მედვედევს, ის თავისი ქვეყნის მხოლოდ მე-3 წარმომადგენელია, რომელიც დიდი სლემის ერთზე მეტი ტურნირის ფინალში გავიდა. აქამდე ასეთი რამ იევგენი კაფელნიკოვმა და მარატ საფინმა გააკეთეს.

მსოფლიოს მე-4 ჩოგანმა 2019 წელს ამერიკის ღია პირველობის ფინალში ითამაშა, ამჯერად კი ეს ავსტრალიაშიც გააკეთა, თუმცა ჯერჯერობით დიდი სლემის ტურნირის მოგება მისთვის მიუღწეველ მიზნად რჩება.

P.S. ამ მომენტისთვის ჯოკოვიჩი ფედერერსა (20) და ნადალს (20) მხოლოდ 2 დიდი სლემით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები