საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი - იგორ კოკოშკოვს წოდება მიენიჭა
Aa
Aa

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი - იგორ კოკოშკოვს წოდება მიენიჭა

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ იგორ კოკოშკოვს ქართული კალათბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის "საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის" წოდება მიანიჭა.

"ქართული კალათბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, იგორ კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა. დიდ მადლობას ვუხდით ბატონ იგორ კოკოშკოვს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გაწეული შრომისათვის." - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში

???????????? ქართული კალათბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, იგორ კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება...

Posted by საქართველოს კალათბურთის ფედერაცია • Georgian Basketball Federation on კვირა, 21 თებერვალი, 2021

იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად 2008 წელს დაინიშნა და ჩვენს ქვეყანაში 7 წელი იმუშავა. ამ პერიოდის განმავლობაში 49 წლის სპეციალისტმა ეროვნული ნაკრები 2011 წელს ლიეტუვაში, 2013 წელს სლოვენიაში და 2015 წელს ხორვატია/საფრანგეთში ეურო ბასკეტზე გაიყვანა.

კოკოშკოვი სხვადასხვა დროს მწვრთნელის თანაშემწედ ისეთ კლუბებში მუშაობდა როგორებიც "კლიპერსი", "ფინიქსი", "ორლანდო", კლივლენდი" "იუტა" და "საკრამენტო" არიან. ახლა კი ის "ფენერბახჩეს" მთავარი დამრიგებელია. ცნობისთვის, იგორმა 2017 წელს სლოვენიასთან ერთად ეურო ბასკეტი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები