კუმანი:
Aa
Aa

კუმანი: "დღეს უფრო იმედგაცრუებული ვარ, ვიდრე პსჟ-სთან მატჩის შემდეგ"

ლა ლიგის მორიგ ტურში "ბარსელონამ" "კადისს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. კატალონიელებმა უდიდესი უპირატესობის ფონზე გამარჯვება ვერ მოახერხეს. სტუმრებმა კი ანგარიშის გათანაბრება მატჩის მიწურულს მოახერხეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კატალონიელთა თავკაცმა რონალდ კუმანმა კომენტარი გააკეთა: "ასეთ მატჩებში ვერ მოგება უდიდესი იმედგაცრუებაა. "ატლეტიკომ" წააგო და მათთან ქულების შემცირების შესანიშნავი შანსი გვქონდა. ახლა იმაზე მეტად ვარ იმედგაცრუებული, ვიდრე პსჟ-სთან მატჩის შემდეგ. ასეთ დროს ფეხბურთელების დადანაშაულება არ მიყვარს.

პრობლემა ის იყო, რომ "კადისთან" სხვაობა მინიმალური იყო. მათ ნებისმიერ დროს შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება და მოახერხეს კიდეც. ასეთ დროს თუ თამაშს არ მოკლავ და მეორე გოლს არ გაიტან, ყოველთვის იგივე განმეორდება.

პენალტზე დაზუსტებით ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. ეპიზოდის სურათი ვნახე და ვფიქრობ საეჭვო იყო. ვფიქრობ, შანსი კიდევ გვაქვს. ადვილად ვერც სხვა გუნდები ვერ იგებენ. უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი თამაშები ყოველთვის უნდა მოვიგოთ!" - განაცხადა კუმანმა

შეგახსენებთ, რომ ამ თამაშის შემდეგ "ბარსელონას" ლა ლიგაში 47 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს "ბლაუგრანა" 24 თებერვალს, შინ "ელჩეს" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 22:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები