ახალი გამოწვევა - სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლას ლადო ხინჩეგაშვილი უხელმძღვანელებს
Aa
Aa

ახალი გამოწვევა - სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლას ლადო ხინჩეგაშვილი უხელმძღვანელებს

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს შემადგენლობაში შემავალი, გორის ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის მენეჯერად, ტიტულოვანიდა მსოფლიოში აღიარებული სპორტსმენი ლადო ხინჩეგაშვილი დაინიშნა.

ჭიდაობის ამ სკოლას, დაარსებიდან, თავად ღვაწლმოსილი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი ხელმძღვანელობდა. ერთი თვის წინათ, მოგეხსენებათ, ბატონი ნუგზარი ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა და მისი სამსახურებრივი პოზიციაც, მას შემდეგ ვაკანტური იყო.

ლადო ხინჩეგაშვილი, გორის სპორტის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია. ის არის, ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის რამდენიმე გზის ჩემპიონი. ლადოს პირადი მწვრთნელი, სწორედ ბატონი ნუგზარ სხირელი გახლდათ. მას, ხინჩეგაშვილის, ისევე, როგორც სხვა ტიტულოვანი გორელი თავისუფალი სტილის მოჭიდავეების აღზრდასა და დაოსტატებაში და საერთოდაც, გორში თავისუფალი ჭიდაობის მსოფლიოში აღიარებული კერის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვოდა.

ამიერიდან, გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ბატონი ნუგზარის დაწყებულს საქმეს, მისივე შეგირდი ლადო ხინჩეგაშვილი გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები