„მისი ბაბუის სურვილი ასეთი იყო
Aa
Aa

„მისი ბაბუის სურვილი ასეთი იყო" - წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა

უკრაინელი ჟურნალისტი, იგორ ციგანიკი ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და იტყობინება, რომ გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც კიევის „დინამოს“ საკუთრებაა და ამჟამად „ვორსკლაშია“ განათხოვრებული, საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.

„გიორგი წიტაიშვილმა გადაწყვიტა, საქართველოს სპორტული მოქალაქეობა მიიღოს და საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. თავად ფეხბურთელს ასეთი პოზიცია აქვს, მაგრამ შექმნილი ვითარება უბრალო ნამდვილად არაა.

საქმე ისაა, რომ რამდენიმე თვის წინ, გიორგის ბაბუა გარდაეცვალა, რომელიც ძალიან ძალიან უყვარდა. როცა დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად წიტაიშვილი საქართველოში ჩავიდა, ნათესავებმა უთხრეს, რომ მისი ბაბუას სურვილი იყო, მას საქართველოს ნაკრებში ეთამაშა და გიორგი აპირებს, რომ ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდში იასპარეზოს. როგორც ვიცი, მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს, მაგრამ ამ ეტაპზე ვითარება სწორედ ასეთია“, - აცხადებს ციგანიკი.

შეგახსენებთ, რომ წიტაიშვილი უკრაინის 21-წლამდე ნაკრების წევრი გახლავთ. 2019 წელს, იგი უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ფინალში თავიც გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები