Aa
Aa

მოურინიო შესაძლოა გაუშვან - ტოტენჰემი ნაგელსმანს უმიზნებს

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Telegraph წერს, რომ წარუმატებელი სერიის გაგრძელების შემთხვევაში, „ტოტენჰემი“ ჟოზე მოურინიო დაითხოვს. „დეზები“ პრემიერ ლიგის ბოლო 6 შეხვედრიდან 5-ში დამარცხდნენ და „ნისლიან ალბიონზე“ ვარაუდობენ, რომ პორტუგალიელს კლუბის დატოვება მოუწევს.

Telegraph-ის ცნობით, მომდევნო 4 მატჩი მოურინიოს ლონდონურ მომავალზე უდიდეს გავლენას მოახდენს. თუ „ტოტენჰემმა“ მიზანს ვერ მიაღწია და სასურველი შედეგები ვერ დააფიქსირა, ჟოზესა და კლუბს შორის თანამშრომლობა შეწყდება.

ბრიტანული გამოცემა პორტუგალიელი სპეციალისტის შემცვლელსაც ასახელებს. „ტოტენჰემს“ „ლაიფციგის“ მთავარი მწვრთნელის, იულიან ნაგელსმანის გადაბირება სურს, თუმცა ამ უკანასკნელს კლუბის შუა სეზონში დატოვება არ უნდა, რამაც შესაძლოა, ჟოზეს მდგომარეობის გამოსასწორებლად საკმარისი დრო მისცეს.

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემს“ მომდევნო დაპირისპირება ევროპა ლიგაზე, „ვოლფსბერგერის“ წინააღმდეგ ელის. ავსტრიულ კლუბთან თამაშის შემდეგ, „დეზები“ პრემიერ ლიგის აუტსაიდერებს, „ბარნლის“, „ფულემსა“ და „კრისტალ პალასს“ შეხვდებიან და 9 ქულის აღების კარგი შანსი ექნებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები