Aa
Aa

"არ შემეძლო, ვერ ვუყურე, იქ ყოფნა მინდოდა" - ენდი მარეი ავსტრალიის ღია პირველობაზე

საჩოგბურთო სამყაროს ერთ-ერთმა გამორჩეულმა და ტიტულოვანმა მოთამაშემ ენდი მარიმ The Guardian-თან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც საკმაოდ ემოციური გამოვიდა. ბრიტანელმა ჩოგბურთელმა 2021 წლის ავსტრალიის ღია პირველობა კორონავირუსის გამო გამოტოვა.

"ავსტრალიის ღია პირველობისთვის თითქმის არ მიყურებია, რადგან ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. იქ ყოფნა და თამაში მინდოდა. მე შევწყვიტე ყველა ჩოგბურთელის ყურება და სოციალურ ქსელშიც არ შევდიოდი. არ მინდოდა მენახა ვინ რას აკეთებდა. მხოლოდ რამდენიმე კადრი ვნახე.

იტალიაში ჩაფრენისას კორონავირუსის ტესტი დადებითი იყო. ამის შემდეგ კარანტინში ყოფნა მომიწია, თუმცა ეს ATP-ს იურისდიქციაში არ შედიოდა. რამდენიმე დღე სასტუმროში გავატარე. დრო იწურებოდა და სულ მალე ავსტრალიის ღია პირველობა იწყებოდა. შემდეგ ექთანი მოვიდა და ახლიდან ჩავიტარე ტესტი. პასუხი უარყოფითი იყო, მაგრამ ავსტრალიაში გამგზავრებას ვეღარ ვასწრებდი." - განაცხადა ენდიმ

ცნობისთვის, AUS OPEN-ის ნაცვლად მარეი იტალიაში დარჩა და ჩელენჯერზე მიიღო მონაწილეობა. დიდი სლემის 3-გზის მფლობელი ფინალში გავიდა, სადაც ილია მარჩენკოსთან ორ სეტში 2:6 4:6 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები