მეტოქის ვინაობა ცნობილია - ბასილაშვილი ფრანგ ჩოგბურთელს დაუპირისპირდება
Aa
Aa

მეტოქის ვინაობა ცნობილია - ბასილაშვილი ფრანგ ჩოგბურთელს დაუპირისპირდება

მსოფლიოს რეიტინგში მე-40 ადგილზე მყოფმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიიდან გეზი საფრანგეთისკენ აიღო და მონაწილეობას მონპელიეს ტურნირში მიიღებს.

ტურნირის საპრიზო ფონდი 262 170 ევროს შეადგენს. Open Sud de France 22 თებერვალს დაიწყო და 28 თებერვალს დასრულდება. გათამაშების მოქმედი გამარჯვებული ფრანგი გაელ მონფილსია.

ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირის ძირითადი ბადის პირველ მატჩს ხვალ თბილისის დროით 14:00 საათზე გამართავს.

მისი მეტოქე კვალიფიკაციის გამარჯვებული მსოფლიოს 113-ე ჩოგანი, ფრანგი გრეგუარ ბარერი იქნება.

შეგახსენებთ,რომ ბასილაშვილი და ფრანგი ჩოგბურთელი ერთმანეთს 2016 წელს მეცში, Mozel Open-ზე დაუპირისპირდნენ, სადაც ნიკოლოზ ჩვენებურმა გაიმარჯვა.

გამარჯვების შემთხვევაში ბასილაშვილის მეტოქე ტურნირის პიველ ნომრად განთესილი ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი იქნება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები