ნადირობა ვასკესზე - ესპანელით პრემიერ ლიგიდან და სერია ა-დან ინტერესდებიან
Aa
Aa

ნადირობა ვასკესზე - ესპანელით პრემიერ ლიგიდან და სერია ა-დან ინტერესდებიან

მადრიდის "რეალის" შემტევ ნახევარმცველზე ლუკას ვასკეზე ევროპაში ნამდვილი ნადირობა გაჩაღდა. მისით 4 ევროპული გუნდი ინტერესდება.

ესპანელი ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვა "მილანს", "ნაპოლის", "ევერტონს" და "ლიდსს" სურს. ინფორმაციას გამოცემა MUNDODEPORTIVO ავრცელებს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ვასკესს მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში ეწურება და გავრცელებული ინფორმაციით მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან. ლუკასის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის უნივერსალური ფეხბურთელია. 

მას შეტევაშიც შეუძლია თამაში და დაცვაშიც. ეს კი ნათლად მას შემდეგ გამოჩნდა, რაც მადრიდის "რეალში" დაცვის მარჯვენა ფლანგზე პრობლემებია. დანი კარვახალი და ალვარო ოდრიოსოლა გამუდმებით ტრავმებს იღებენ და ხსენებულ პოზიციაზე, სწორედ 29 წლის ესპანელი გვევლინება.

იმ შემთხვევაში, თუ ვასკესი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, შესაძლოა ის ჩამოთვლილი გუნდებიდან, რომელიმეში ვიხილოთ. უკანასკნელ წლებში "სამეფო კლუბიდან" არაერთი ფეხბურთელი გადასულა "ნაპოლიში". მაგალითისთვის შეგვიძლია კალეხონი, ალბიოლი და გონსალო იგუაინი მოვიყვანოთ. სამივე მათგანმა ნეაპოლურ კლუბში უდიდესი კვალი დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ლუკასი მადრიდის "რეალის" აღზრდილი გახლავთ. მთავარ გუნდში კი 2015 წლიდან ასპარეზობს. ამ პერიოდის განმავლობაში მან 231 შეხვედრა ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები