Breaking - ტაიგერ ვუდსი ავარიაში მოყვა და საავადმყოფოში გადაიყვანეს
Aa
Aa

Breaking - ტაიგერ ვუდსი ავარიაში მოყვა და საავადმყოფოში გადაიყვანეს

ამერიკული გამოცემების ინფორმაციით, გოლფის ლეგენდარული მოთამაშე, ტაიგერ ვუდსი ავარიაში მოყვა. როგორც ირკვევა, ვუდსის მანქანა გადატრიალდა და ინციდენტი საკმაოდ სერიოზული გახლდათ.

ტაიგერმა ფეხის რამდენიმე დაზიანება მიიღო და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. ავტოავარია იმდენად მძიმე იყო, რომ შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებს, ექიმებსა და მეხანძრეებს ვუდსის მანქანიდან ამოსაყვანად სპეციალური მოწყობილობების გამოყენება დასჭირდათ.

ვუდსის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია, თუმცა მისმა აგენტმა, მარკ სტაინბერგმა დაადასტურა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება და ტაიგერმა ფეხი რამდენიმე დაზიანება მიიღო.

ამ ეტაპზე, ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია და ექიმებს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებიათ.

ცხელი ამბები