Aa
Aa

ჰარდენი, ზაიონი, ლილარდი და სხვები - NBA-მ All Star-ის სათადარიგოები გამოაცხადა

გამთენიისას გაირკვა იმ კალათბურთელების ვინაობა, რომლებიც მარტის დასაწყისში გასამართ All Star-ში სათადარიგოების სტატუსით იქნებიან.

აღმოსავლეთი კონფერენციის მხრიდან სათადარიგოებად ჯეილენ ბრაუნს, ჯეიმს ჰარდენს, ზაკ ლეივინს, ჯულიუს რენდლს, ბენ სიმონსს, ჯეისონ ტეიტუმსა და ნიკოლა ვუკჩევიჩს ვიხილავთ.

რაც შეეხება დასავლეთ კონფერენციას, მას ენტონი დევისი, პოლ ჯორჯი, რუდი გობერი, დამიენ ლილარდი, დონოვან მიტჩელი, კრის პოლი და ზაიონ უილიამსონი წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ ზაიონი კობი ბრაიანტის, ლებრონ ჯეიმსისა და მეჯიქ ჯონსონის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდაა, რომელიც All Star-ში მონაწილეობას მიიღებს.

გუშინდელამდე ვიცოდით, რომ აღმოსავლეთის სასტარტო ხუთეულში კევინ დურანტი, კაირი ირვინგი, იანის ანტეტოკუნმპო, ბრედლი ბილი და ჯოელ ემბიდი ითამაშებენ. მათ წინააღმდეგ კი პარკეტზე ლებრონ ჯეიმსი, სტეფ კარი, ლუკა დონჩიჩი, ნიკოლა იოკიჩი და კავაი ლეონარდი დადგებიან.

აღსანიშნავია, რომ "ინდიანას" ლიდერი დომანტას საბონისი პირველი კალათბურთელია, რომელიც სეზონში საშუალოდ 20 ქულას, 10 მოხსნასა და 5 ასისტს აგროვებდა, მაგრამ All Star-ზე ვერ მოხვდა.

2021 წლის All Star-ი, რომელიც რიგით 70-ეა, 7 მარტს, ატლანტაში მდებარე State Farm Arena-ზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები