მანე:
Aa
Aa

მანე: "პრემიერ ლიგა დასრულებულია, პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგაა"

"ლივერპულის" შემტევმა ნახევარმცველმა სადიო მანემ ESPN-თან ისაუბრა. სენეგალელის თქმით, "მერსისაიდელთა" გეგმა ყველა შესაძლო ტურნირის მოგება იყო, მაგრამ ახლა პრემიერ ლიგისთვის ბრძოლა დასრულებულია.

"პირველ რიგში, სეზონის დასრულებამდე ვფიქრობ, რომ მეც და უკლებლივ ყველა ფეხბურთელს საკუთარი მიზნები აქვს. იგივე სახის მიზნები კი ზუსტად კლუბს აქვს.

სეზონის დაწყების წინ ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის, პრემიერ ლიგის და სათასო ჩემპიონატების მოგება იყო, თუმცა ახლა შემიძლია გითხრათ, რომ პრემიერ ლიგისთვის ბრძოლა დასრულებულია. ეს ძალიან რთული იქნება..

საკუთარ თავში რწმენას არავინ ვკარგავთ და არასდროს ვნებდებით, თუმცა "მანჩესტერ სიტი" შესანიშნავი გუნდია და ახლა ისინი დაფრინავენ. ახლა ოთხეულს მიღმა ვართ და მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაა. მთავარი საფიქრალი კი კვლავ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგებაა, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება.

აქ საუკეთესო გუნდები თამაშობენ, თუმცა ჩვენ მსოფლიოში საუკეთესოების დამარცხებას ვაპირებთ. რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ." - განაცხადა მანემ

შეგახსენებთ, რომ "ლივერპული" პრემიერ ლიგაში 25 ტურის შემდეგ 40 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, იურგენ კლოპის გუნდმა მერვედფინალურ პირველ დაპირისპირებაში სტუმრად "ლაიპციგი" 2:0 დაამარცხა და მეოთხედფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები