კბენა გადაიფიქრა და უჩქმიტა - ცნობილია რაზე გაცხარდა რუდიგერი
Aa
Aa

კბენა გადაიფიქრა და უჩქმიტა - ცნობილია რაზე გაცხარდა რუდიგერი

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირების პირველ შეხვედრაში ერთმანეთს "ატლეტიკო" და "ჩელსი" შეხვდნენ. "არისტოკრატებმა" მინიმალური სხვაობით 1:0 გაიმარჯვეს. 

დიეგო სიმეონეს გუნდს არაფერი გამოსდიოდა და მეტიც, ფეხბურთელებმა ზუსტად კარში ერთხელაც კი ვერ დაარტყეს. მეორე ტაიმის ერთ-ერთ ეპიზოდში ლუის სუარესი და ანტონიო რუდიგერი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. გერმანელმა ფეხბურთელმა ლუისის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება გამოავლინა და გულშემატკივრები ამის მიზეზს ვერ მიხვდნენ.

დღეს კი სპორტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია და ვიდეო თუ რის გამო გაცხარდა ასე რუდიგერი. აღმოჩნდა, რომ იმ ეპიზოდში ურუგვაელმა თავდამსხმელმა "ჩელსის" უკანახაზელს ფეხზე ძლიერად უჩქმიტა. ეს ფაქტი მატჩის მთავარ არბიტრს გამოეპარა და სუარესს არანაირი სანქცია არ დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა დროს ლუის სუარესმა ბრანისლავ ივანოვიჩს და ჯორჯო კიელინის მატჩის მიმდინარეობისას უკბინა, რის გამოც დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ურუგვაელმა ახლა კბენის ნაცვლად ჩქმეტა გადაწყვიტა.

"ჩელსისა" და "ატლეტიკოს" განმეორებითი მატჩი 18 თებერვლით თარიღდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები