მთავრობის გადაწყვეტილება - საქართველო VS ესპანეთი უმაყურებლოდ გაიმართება
Aa
Aa

მთავრობის გადაწყვეტილება - საქართველო VS ესპანეთი უმაყურებლოდ გაიმართება

დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა წარადგინა. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრი შეზღუდვებს სპორტულ დარბაზებს და ზოგადად სპორტულ სამყაროსაც უხსნის, თუმცა ქართველი გულშემატკივრებისთვის მეტად არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა.

"თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1 აპრილიდან" - ვკითხულობთ ღარიბაშვილის განცხადებაში

საქართველოს ნაკრები, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით მარტის მიწურულს 2 მატჩს გამართავს. სანიოლს დებიუტი 25 მარტს სტუმრად შვედეთის წინააღმდეგ ექნება, ხოლო 28 მარტს "ჯვაროსნები" ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ გულშემატკივრები ამ მეტად მნიშვნელოვან დაპირისპირებას ვერ დაესწრებიან და კვლავ ტელევიზორებიდან მოუწევთ თვალის მიდევნება.

ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებზე გულშემატკივრების დაშვება პირველი აპრილიდან იქნება შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ 27 თებერვალს Crystalbet ეროვნული ლიგა აიღებს სტარტს. გახსნით მატჩში ერთმანეთს თბილისის "დინამო" და წყალტუბოს "სამგურალი" დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები