შენგელია დაბრუნდა - ქართველმა ტრავმა მოირჩინა
Aa
Aa

შენგელია დაბრუნდა - ქართველმა ტრავმა მოირჩინა

თორნიკე შენგელიამ დაზიანება VTB ლიგა-ზე "ზიელონა გორას" წინააღმდეგ მიიღო. რუსული კლუბის ვებ-საიტმა გვამცნო  რომ შენგელიას მუხლზე ჰქონდა პრობლემები. ამის გამო საქართველოს ნაკრების კაპიტანმა რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა.

დღეს კი ცსკა-ს ოფიციალური ვებ-საიტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ შენგელიამ ტრავმა მოიშუშა, დაბრუნდა და სათამაშოდ მზად არის.

"წინ რთული მატჩი გველოდება. ჩვენ ვიცით, რომ ისინი ხისტად თამაშობენ. ყოველთვის იბრძვიან იმისდა მიუხედავად, თუ რა ანგარიშია ტაბლოზე. ისინი ასე მთელი 40 წუთის განმავლობაში ითამაშებენ. ასე, რომ ველოდებით დიდ შერკინებას. თავს ბევრად უკეთესად ვგრძნობ და თამაშისთვის მზად ვარ." - განაცხადა თორნიკემ

შეგახსენებთ, რომ "არმიელები" მომდევნო მატჩს ევროლიგაზე გამართავენ და "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 25 თებერვალს თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები