Aa
Aa

ისევ ერთად - დიდი სამეული მაიამის მასტერსზე ითამაშებს

მამაკაცთა ჩოგბურთის დიდი სამეული წელიწადზე მეტხნიანი პაუზის შემდეგ ATP-ის ერთ-ერთ ტურნირზე ერთობლივად ითამაშებენ.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რაფაელ ნადალმა და როჯერ ფედერერმა მაიამის მასტერსის განაცხადი შეავსეს და გათამაშებაში მონაწილეობის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადეს. ამერიკელი გულშემატკივარი მათ კორტზე 22 მარტიდან იხილავს.

მათ გარდა, მაიამის კორტებზე სტენ ვავრინკა, ჯონ ისნერი, ალექსანდრ ზვერევი და ნიკ კირიოსიც იასპარეზებენ.

მაიამის მასტერსის წინა წლის გათამაშება კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა, წელს კი ჩვეულებრისამებრ გაიმართება. ტურნირის ჩემპიონი 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები