„ეს მისთვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯია“ - გენტის თავკაცმა ჩაკვეტაძეზე ისაუბრა
Aa
Aa

„ეს მისთვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯია“ - გენტის თავკაცმა ჩაკვეტაძეზე ისაუბრა

„გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰაინ ვანჰაეზებრუკმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. ბელგიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ „ჩაკვე“ თავს ბევრად უკეთ გრძნობს და იგი ძირითად გუნდს მიმდინარე სეზონში აუცილებლად დაუბრუნდება.

„ჩაკვეტაძეს ძალიან ბევრი გაუცდა, მაგრამ მისი პროგრესით კმაყოფილი ვარ და ბოლო პერიოდში იმ გამაღიზიანებელი ტკივილის შესახებ, რომელიც მას აწუხებდა, არაფერი მსმენია. ეს როგორც მისთვის, ისე გუნდისთვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯია.

გასულ კვირას, მან გენტის სარეზერვო გუნდის რიგებში ითამაშა და მოედანზე 1 ტაიმი გაატარა. ლოგიკურია, რომ მისი თამაში შთამბეჭდავი არ ყოფილა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე სეზონში ის ძირითად გუნდს აუცილებლად დაუბრუნდება“.

ცნობისთვის, 21 წლის ქართველ შემტევს ჯერჯერობით მხოლოდ 4 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. ბოლოს „ჩაკვემ“ 4 ოქტომბერს, „ბეერსხოტის" წინააღმდეგ ითამაშა და მოედანზე 28 წუთი გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები