Aa
Aa

"სასაცილოა, რასაც ზლატანი ამბობს", - ლებრონმა იბრას უპასუხა

ლებრონ ჯეიმსმა „პორტლენდთან“ შეხვედრის შემდეგ, ზლატან იბრაჰიმოვიჩის კრიტიკას უპასუხა:

„ჩემს სკოლაში 300-ზე მეტი ბავშვია და მათ ხმა სჭირდებათ. მე, მათი ხმა ვარ. არასდროს გავჩუმდები, როდესაც რაღაც რიგზე ვერ არის.

არ ვაპირებ, რომ ჩემი თავი შევზღუდო და თავი მხოლოდ სპორტს მივუძღვნა, რადგან მესმის ეს პლატფორმა და ვიცი რამდენად ძლიერია ჩემი ხმა. სასაცილოა, რასაც ზლატანი ამბობს.

2018 წელს მან თქვა, რომ როდესაც შვედეთში დაბრუნდა რასიზმი იგრძნო, რადგან მისი გვარი არ იყო ნამდვილი შვედური დაბოლოების. ეს ხომ ასეა? მან ხომ მართლა ასე თქვა? ვფიქრობ, სწორედ ასეთი რამ თქვა“.

განმარტებისთვის გეტყვით, თუ რა იგულისხმა ლებრონმა. იბრამ 2018 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში ბავშვობა გაიხსენა, როცა ის „მალმიოში“ სათამაშოდ მივიდა: „როდესაც „მალმიოში“ მივედი, ისინი ისე არ დამხვდნენ როგორც სხვებს. რატომ? იმიტომ, რომ მე იბრაჰიმოვიჩი ვიყავი. არ ვყოფილვარ სვენსონი, ან ანდერსონი. ყველა ეს ტიპური შვედური გვარები. მე უცხო ვიყავი.

თავს ისე ვგრძნობდი, როგორც შავი ცხვარი. მათ არ მიმიღეს და ჩემი იქ ყოფნით მოხარულები არ იყვნენ. განსხვავებული ვიყავი, განსხვავებული სახე მქონდა, ქერა თმა არ მქონია, არ ვიყავი თეთრკანიანი როგორც შვედები“. - გაიხსენა იბრამ 2018 წელს Canal+-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ზლატანმა ორი დღის წინ, ლებრონ ჯეიმსი პოლიტიკაში ზედმეტად აქტიურობისა და ჩართულობის გამო გააკრიტიკა: „ლებრონი ფენომენალური კალათბურთელია, მაგრამ არ მომწონს, როცა კონკრეტული სტატუსის მქონე ადამიანები თავისი საქმის პარალელურად პოლიტიკაში ერთვებიან. მიჰყევით იმ სფეროს, რომელშიც საუკეთესონი ხართ.

მე ფეხბურთს ვთამაშობ, რადგან ეს ყველაზე კარგად გამომდის. პოლიტიკოსი რომ ვიყო, პოლიტიკაში წავიდოდი. ეს პირველი შეცდომაა, რომელსაც ადამიანები მაშინ უშვებენ, როცა ცნობილები ხდებიან და კონკრეტულ სტატუსს აღწევენ. ვფიქრობ, უკეთესია ამ ყველაფრისგან თავი შორს დაიჭირო და იმით დაკავდე, რაშიც საუკეთესო ხარ“.

როგორც ვხედავთ, ლებრონმა მისი პოლიტიკაში ჩართულობა რასიზმის არსებობით და მასთან ბრძოლით ახსნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები