სულშერი იბრას აქებს:
Aa
Aa

სულშერი იბრას აქებს: "დიდებულია რასაც მან მიაღწია"

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფა-ს შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წლისყრამ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „მილანის“ წყვილი მოგვცა. ამ მატჩს ქომაგები მოუთმენლად ელიან.

„როსონერისთნ“ გასამართ დაპირისპირებაზე ისაუბრა ოლე გუნარ სულშერმა, რომელმაც ზლატანის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

„ჩვენ უბრალოდ ტრადიციას გავაგრძელებთ და ძლიერი გუნდის დამარცხებას განვაგრძობთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გუნდს ყოველთვის ჰქონდეს ასეთი მოთხოვნილება.

„მილანი“ პროგრესირებს, ისინი ამ სეზონში ძალიან კარგად გამოიყურებიან. „როსონერიში“ ჩვენი რამდენიმე ყოფილი მოთამაშე ასპარეზობს. ამიტომ, ამ მატჩს მოუთმენლად ველით.

როცა იბრა ჩვენთან იყო, როცა სერიოზული ტრავმა მიიღო, მაგრამ შემდეგ დაბრუნდა და თან როგორ - „მილანი“ კვლავ მწვერვალზე დააბრუნდა. დიდებულია რასაც მან მიაღწია.

იქ ასევე დიოგოც (დალო) იმყოფება. ასე რომ ვიცით რაც გველის წინ - კარგი ბრძოლა, თუმცა იქამდე ჯერ რამდენიმე მატჩი გვაქვს გასამართი, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ“.

შეგახსენებთ, რომ წყვილში პირველი დასახელებული გუნდები პირველ თამაშს საკუთარ არენაზე გამართავენ. 1/8 ფინალური ეტაპის პირველი მატჩები - 11 მარტს, ხოლო განმეორებითი შეხვედრები 18 მარტს ჩატარდება.

ევროპა ლიგის წლევანდელი გათამაშების ფინალი პოლონეთის ქალაქ გდანსკში, 26 მაისს შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები