მიქაუტაძის მე-17 გოლი - ლიერსს პენალტის ნიშნულიდან შეუგდო
Aa
Aa

მიქაუტაძის მე-17 გოლი - ლიერსს პენალტის ნიშნულიდან შეუგდო

ბელგიის საფეხბურთო ჩემპიონატის 21-ე ტურში ''ლიერსისა'' და ''სერენის'' შეხვედრის 30-ე წუთზე სტუმართა ქართველამ ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ პენალტის ნიშნულიდან ანგარიში გახსნა.

20 წლის ფეხბურთელმა 4 დეკემბრის შემდეგ პირველად გაიტანა, ''ლიერსთან'' შეხვედრამდე ორ მატჩში გოლი ვერ შეაგდო.

''სერენმა'' მატჩი მიქაუტაძის ერთადერთი გოლით მოიგო. ბელგიის რანგით მეორე ლიგის 8-გუნდიან ჩემპიონატში ''სერენი'' 35 ქულით მეორე ადგილზეა.

მიქაუტაძემ ბელგიის ჩემპიონატის მე-16 მატჩში მე-17 გოლი ჩაიწერა ანგარიშზე.

შეგახსენებთ, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა Postv-სთან საუბარში ირიბად დაადასტურა, რომ მიქაუტაძესთან სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია. უდიდესი ალბათობით მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში იასპარეზებს.

ალექსანდრე იაშვილი: ''არ მიყვარს წინასწარ საუბარი. მასთან მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია. ყველა ფეხბურთელს, ვისაც შეუძლია რომ საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს, მაქსიმალურად დავეხმარებით. ბოლოს, როცა მას ქართული პასპორტი ექნება და FIFA-სგან ნებართვასაც მიიღებს, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს, მე მოგცემთ აუცილებლად კომენტარს''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები