კიდევ ერთი ოქრო კიევიდან - კენჭაძემ ფინალში თურქი მეტოქე დაამარცხა!
Aa
Aa

კიდევ ერთი ოქრო კიევიდან - კენჭაძემ ფინალში თურქი მეტოქე დაამარცხა!

საქართველოს ნაკრების ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნიკა კენჭაძემ კიევის საერთაშორისო ტურნირზე 79 კგ კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.

კენჭაძემ ფინალში თურქი რამაზან სარი 6:4 დაამარცხა. ცნობისთვის, ხსენებული ტურნირი კიევში მიმდინარეობს და მაყურებლების გარკვეული რაოდენობა დარბაზში დაუშვეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ქართველებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ტურნირის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ) და აივენგო რიკაძე (82 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლები შმაგი ბოლქვაძეს (72 კგ) და გიორგი მელიას (97 კგ) ხვდად წილად, ბრინჯაოს მედალს კი რამაზ სილაგავა (55 კგ) დაეუფლა.

დღეს კი კენჭაძის გარდა კიდევ ერთი ოქროს მედალი იაკობ ქაჯაიამ მოიპოვა. იაკობმა 130 კგ კატეგორიაში თანამემამულე ზვიად პატარიძე დაამარცხა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები