Aa
Aa

სიმეონეს 308-ე - არაგონესის რეკორდს გაუთანაბრდა

დიეგო სიმეონემ მადრიდის „ატლეტიკოს“ ისტორიაში კიდევ ერთი გამორჩეული რეკორდი გაიმეორა და ლუის არაგონესის შედეგს გაუთანაბრდა.

საქმე „როხიბლანკოს“ მთავარი მწვრთნელის რანგში მოპოვებულ გამარჯვებებს ეხება. აქამდე აბსოლუტური რეკორდი არაგონესს ეკუთვნოდა, რომლის ხელმძღვანელობითაც მადრიდელებმა 308 თამაში მოიგეს, სიმეონემ კი ამ მაჩვენებელს „ვილიარეალთან“ მიღწეული გამარჯვებით მიაღწია.

„ჩოლო“ „ათლეტებს“ 612 ოფიციალურ შეხვედრაში გაუძღვა, რომელთაგანაც მისმა გუნდმა 308 მოიგო, 135 ფრედ დაასრულა და 169-ჯერ დამარცხდა.

„ატლეტიკომ“ ლა ლიგის 25-ე ტურში „ვილიარეალს“ სტუმრად აჯობა და ლიდერობა განიმტკიცა. სიმეონეს შეგირდებს 58 ქულა მოუგროვდათ და მე-2 ადგილოსან “ბარსელონას“ 5 ქულით უსწრებენ.

ცხრილში მე-3 ადგილზე „რეალია“, რომელსაც თანაქალაქელზე 6-ით ნაკლები ქულა აქვს და თავის შეხვედრას, „სოსიედადის“ წინააღმდეგ, დღეს ჩაატარებს. შემდეგ ტურში კი დიდი მადრიდული დერბია - „ატლეტიკო“ „რეალს“ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები