შოთა არველაძე: ''სამი ქვეყნიდან მიწვევენ, მათ შორის ყატარიდან''
Aa
Aa

შოთა არველაძე: ''სამი ქვეყნიდან მიწვევენ, მათ შორის ყატარიდან''

ქართველ საფეხბურთო სპეციალისტს, შოთა არველაძეს წინადადებები ნიდერლანდების ერედივიზიედან, თურქეთის სუპერლიგიდან და ყატარის ჩემპიონატიდან აქვს. ამ თემაზე ''აიაქსის'' ექს-ფორვარდმა გადაცემაში ''კაცები'' ისაუბრა.

შოთა არველაძე: ''ამ ეტაპზე სამი წინადადება მაქვს ნიდერლანდებიდან, თურქეთიდან და ყატარიდან. თურქეთიდან რამდენიმე კლუბი მიწვევს. რომ გითხრა ყატარში მუშაობა ჩემი ოცნებაა-თქო, ასე ნამდვილად არაა, მაგრამ შემდეგი სამი წელი მთელი მსოფლიო იქ იქნება. ბევრი რამ ხდება, ყატარში ჩატარდება 25-გუნდიანი საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი და 2022 წლის მუნდიალი''.

47 წლის ქართველი სპეციალისტი ტაშკენტის ''ფახთაქორს'' 2017 წლის ივნისიდან გასული წლის ბოლომდე წვრთნიდა. 2019 წლის სეზონში ''ფახთაქორმა'' უზბეკეთის ჩემპიონატი, უზბეკეთის თასი და ლიგის თასი მოიგო. გასულ წელს არველაძის გუნდმა უზბეკეთის ჩემპიონატსა და თასზე ტრიუმფით დუბლი შეასრულა, ლიგის თასი არ ჩატარებულა.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ''ფახთაქორი'' 10-წლიანი პაუზის შემდეგ აზიის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. ''ფახთაქორიდან'' წამოსვლის შემდეგ არველაძეს ახალ გუნდთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები