Aa
Aa

ინგლისური ფეხბურთის ანტირეკორდი - შეფილდმა 50-წლიანი შედეგი გაიმეორა

„შეფილდ იუნაიტედმა“ ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უსახელო ანტირეკორდი დაამყარა. გუნდმა პრემიერ ლიგის საწყისი 26-დან 21 მატჩი წააგო, რაც ბოლო 50 წელიწადში მთლიანად ქვეყნის მასშტაბით უცუდესი შედეგია.

ბოლოს ანალოგიური მაჩვენებელი ჰქონდა „ნიუპორტს“, რომელმაც 1970-71 წლების სეზონში ინგლისის რანგით მე-4 დივიზიონში, საწყისი 26-დან ასევე 21 თამაში დათმო.

შეფილდელებმა გუშინ „ლივერპულთან“ პირველი ტაიმი ნულოვანი ფრით დაასრულეს, მაგრამ მეორე ნახევარში გატყდნენ და საბოლოოდ 0:2 დამარცხდნენ.

„შეფილდი“ პრემიერ ლიგის ულაპარაკო აუტსაიდერია. 26 ტურში მხოლოდ 11 ქულა მოიპოვა და არაა შორს ის დრო, როცა გუნდის ქვედა დივიზიონში გავარდნა ოფიციალურ სახეს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები